სამეგრელოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები სტაბილურად დაბალია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამონაჯანრთელდა 72 კოვიდინფიცირებული.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციით გარდაცვალების ფაქტი არ გამოვლენილა.
რეგიონში მოქმედი ექვსი კოვიდკლინიკის მონაცემები კი, ასე გამოიყურება:
„რუხის კლინიკაში 74 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 39 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა ერთი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 37 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 18 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 33 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება, რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, კარანტინში სულ 30 ადამიანი იმყოფება.