ინფიცირების 84 და გამოჯანმრთელების 127 ახალი შემთხვევა – კოვიდსტატისტიკა აჭარაში
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 127 პირი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 33 404 მიაღწია.
აჭარაში, კოვიდ- კლინიკებში მკურნალობას 310 პაციენტი გადის. აქედან მართვით სუნთქვაზე 8 პირი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში 285 მოქალაქეა მოთავსებული.