კახეთში კოვიდ 19- ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ 19- ით ინფიცირების 1 236 შემთხვევიდან 87 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 219, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 87, გურია – 28, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები