ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 127 პირს დაუდასტურდა, 6 – გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული 48 საათის განმავლობაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 491 ადამიანს ჩაუტარდა.
ამასთან, აფხაზეთში, 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 378 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 151 პაციენტი, 8 130 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო