გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში 3 მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალში” მოათავსა. მედიკოსების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“რეგიონული კვირის ” ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს.
მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.