“ყველამ დაინახა, რომ ეს იყო პროვოკაცია და სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა” – პედაგოგი სოფელ ბუკნარიდან

“გაიმარჯვა სიყვარულმა, რომლის გარეშეც ჩვენ არ გვიცხოვრია აქამდე” – ამბობს პედაგოგი, მარიამ ხელაძე, რომელმაც ბუკნარში, ადგილობრივი მოსახლეობის შერიგების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მარიამ ხელაძე სოციალურ ქსელში უკვე კარგად ცნობილი ფოტოს გმირია, რომელიც “ფეისბუქზე” დეპუტატმა ნინო წილოსანმა გაავრცელა.

პედაგოგი ამბობს, რომ სოფლის ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა მშვიდობიან თანაცხოვრებას, ჩვეულ რიტმში გააგრძელებს.
„კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, ყველა მოეგო გონს, ყველამ დაინახა, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც ჩამოვარდა ჩვენში. ეს სიყვარული მაინც გაიმარჯვებდა, ჩვენი თანაცხოვრების. თქვენ დაინახეთ, რომ ეს სიყვარული არის მოსახლეობაში ერთმანეთის მიმართ და შეხვედრის გარეშეც ექნებოდა მომავალი. გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც აქამდე ვიყავით, ისე. მე ბევრის აზრი ვიცი, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მართლა არ შეგვიძლია. იმდენი წელია ერთად ვცხოვრობთ. განა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ისეც არ ვვარგივართ ჩვენ ერთმანეთის გარეშე“, – განაცხადა სოფელ ბუკნარის სკოლის პედაგოგმა, მარიამ ხელაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები