“სოფლის წარმომადგენლებმა ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება სიმბოლო, ჩვენს ქვეყანაში მარადიულად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა“ – საქართველოს მუფთი

სოფელ ბუკნარში, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის უთანხმოების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.
მისი თქმით, მთავარია ერთად, მშვიდობიანად და ურთიერთპატივისცემით ცხოვრება.
„ისტორიული, ძალიან ემოციური და შინაარსიანი შეხვედრის მომსწრე გავხდით, როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის წარმომადგენლებმა ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სიმბოლო, ჩვენს ქვეყანაში მარადიულად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემისა, ჩვენ, ძალიან დიდი ისტორიის, კულტურის ქვეყანა ვართ, და როგორც ისტორიულად, მრავალფეროვნებით ვცხოვრობდით ამ ქვეყანაში, ასევე უნდა გაგრძელდეს და განმტკიცდეს ჩვენი მშვიდობიანი ურთიერთობა. ვულოცავ ყველას და პირველ ყოვლისა, ვულოცავ ამ სოფელს“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები