ფოთში სატვირთო ავტომობილის მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში, სატვირთო ავტომობილის 100-მდე მძღოლი, რომელებიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ გაიფიცნენ. ისინი ქალაქის შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, პანდემიის შემდეგ, შეკვეთილი რეისების ტარიფებმა საგრძნობლად იკლო და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ისინი კერძო კომპანიებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართავენ.

“ვაპროტესტებთ ტარიფებს, პანდემიიდან გამომდინარე მოემატა ყველაფერს. სესხებს, ვერ ვიხდით, ოჯახებს ვერ ვარჩენთ. ჩვენი ტარიფები ქვევით-ქვევით იწევს და ვითხოვთ მის დასტაბილურებას, ვისაც შეუძლია ჩვენი დახმარება ყველას მივმართავთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაფიცული მძღოლების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება ისინი ფართო მასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები