ამბროლაურის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა 2021 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იმსჯელეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ , ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა,რომელზეც
სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.
მუნიციპალიტეტის მერმა თემების წარმომადგენლებს მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა. შეხვედრაზე სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ის მნიშვნელოვანი პროგრამები განიხილეს, რომლებიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ხორციელდება.
,,ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები თემებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მნიშვნელოვანი მაკავშირებელი რგოლია, უმნიშვნელოვანესია მათი მუშაობის ხარისხი და აქტიურობა. მიმდინარე წელს ამბროლაურში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, გათვალისწინებულია გზებისა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მოწესრიგება, გაზიფიცირება. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს სწორედ ეს პრიორიტეტები გამოიკვეთა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არსებული პრობლემები შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად მოვაგვაროთ ” ,-განაცხადა ზვიად მხეიძემ შეხვედრაზე.