ამბროლაურში წვიმისგან დაზიანებული გზების შეკეთება მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა დაზიანდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობით მალევე დაიწყო დაზიანებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი” ახორციელებს. ეს დროებითი ღონისძიება არაა,მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები პერიოდულად ანხორციელებს სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს რაც განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის“,-აცხადებენ ამბროლაურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები