ძლიერმა წვიმამ ონის სოფლებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა – სოფელ ცხმორში დაზიანდა შიდასასოფლო გზა და და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მერის მოადგილე ეკა მაისურაძესთან ერთად, სოფელ ცხმორში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ოჯახი მოინახულა. ადგილზე გაეცნო ვითარებას და საჭირო დახმარებას დაპირდა.

“ადგილზე გავეცანით სოფელ ცხმორში არსებულ სიტუაციას, მოვინახულეთ დატბორილი სახლები, დაზიანებული მონაკვეთის შესაკეთებლად საჭირო ტექნიკა მალევე გაიგზავნა და ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია, შესაბამისად დავეხმარებით დატბორილ ოჯახებსაც“,-განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები