აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ არ არის დაკავებული. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სიტუაციას განარიდეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს. მიმდინარე დღეების განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა საპოლიციო ძალები და არც ერთი ძალის წარმომადგენელს არ მიეცემა პროცესის დამატებით პროვოცირების საშუალება.
ბესო ქათამაძე დაკავებული არ არის. ტერიტორიიდან გავიყვენეთ და არის პოლიციაში, სიტუაციის გარკვევის მიზნით. საპოლიციო ძალები წარმოდგენილი იყო გუშინაც და მიმდინარე დღეებშიც, რამე განსაკუთრებულს არ ველოდებით. აღნიშნულ სოფელში თუ რაიმე სახის გაურკვევლობა და რაიმე ინციდენტი მოხდა, ეს თითქმის ამოწურულია“, – განაცხადა ანანიაშვილმა.