. თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა რათა ვიპოვოთ მორიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გზები და არა როგორ დავძაბოთ სიტუაცია. ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა გურიაში, სოფელ ბუკნარში განაცხადა.
“ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას გასაყოფი არაფერი აქვთ, ჩვენი კულტურული მონაპოვარია ის რომ სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ეს უსიამოვნება, რაც მოხდა მალე უნდა აღმოიფხვრას. თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა რათა ვიპოვოთ მორიგებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გზები და არა როგორ დავძაბოთ სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანისგან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი”,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
წილოსანი დღევანდელ ინციდენტსაც გამოეხმაურა, რომლის დროსაც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე “ნაცმოძრაობის” დეპუტატი მივიდა, რასაც იურთიერთდაპირისპირება მოჰყვა, წილოსანის შეფასებით, ამ ინციდენტმა ცხადყო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შექმნილი უსიამოვნებით ისარგებლონ და სათავისოდ გამოიყენონ.
“დღევანდელმა ინციდენტმა ცხადყო, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სიტუაციით ისარგებლონ და პროვოკაციები მოაწყონ. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხვო ყველას, რომ შეეცადონ და მაქსიმალურად მოერიდონ პროვოკაციებს და იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც ნებსიმეიერ ადმაიანს აქვს რელოიგიური თავისუფლება. არავის მივცემთ საშუალებას ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არიოს”,- აღნიშნა ნინო წილოსანმა.