ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კოვიდ 19- ის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კოვიდ 19- ით ინფიცირების 1 177 შემთხვევიდან 88 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 187, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 83, გურია – 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქვეყნის მასშტაბით, ბილო 24 საათის განმავლიბაში 26 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები