ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო
ბუკნარში ეკლესიის წინ შეკრებილ ქრისტიანებთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბესო ქათამაძე მივიდა და გურიის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს დაუპირსიპიდა. ინციდენტში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთო, რომლებიც ქათამაძეს დაუპირსპირდნენ და მას პროვოკატორი უწოდეს.
ბესო ქათამაძე სიტუაციის განმუხტვის მიზნით პოლიციამ ტერიტორიიდან განარიდა.შეგახსენებთ, სოფლის ცენტრში მოსახლეობაა შეკრებილი. მათი თქმით, დღეს უნდა მოხდეს მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლის შერიგება.