ვასილ ჩიგოგიძე: შერიგებულები არიან უკვე სოფელში, გააგრძელებენ ერთად ცხოვრებას და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ

როგორც მე ვიცი შერიგებულები არიან სოფელში, არ აქვთ პრობლემა უკვე. ლოცვის მერე დავგეგმავთ საათს, აქვე სოფელის კლუბში ან შეიძლება ოჯახში მოხდეს მეგობრული შეხვედრები. – ამის შესახებ ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა.
ჩიგოგიძის განცხადებით, სოფლის მოსახლეობამ ერთმანეთში კონფლიქტი უკვე მოაგვარა და შემდეგ საკითხების გადაწყვეტაში ხელისუფლება დაეხმარება.

“როგორ დავალაგოთ არეული სიტუაცია ამაზე იყო საკითხი. სოფლის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ბიჭებმა გვითხრეს, ჩვენ მიგვაჩნიაო, რომ 10 კაცი წარმომადგენელი იყოს ერთი მხრიდან, 10 კაცი მეორე მხრიდან და შედგეს მათი შერიგება. ამას დავარქვათ სხვა სახელი, არასწორად მოხდა ეს ყველაფერი ამიტომაც გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი და ესეთი ფორმა ვნახეთ, რომ იმ ხალხს ელოცა თავის სალოცავში ისინიც ილოცებენ თავის ეკლესიაში და ლოცვის შემდეგ შეხვედრილიყვნენ. ლოცვის დროს შეეშალათ ხელი? კითხვა დაისვა ესე და, რა თქმა უნდა, არ შეეშლებოდათ ხელი ლოცვაში. რის შემდეგაც შედგება მოლაპარაკება და შერიგება. როგორც მე ვიცი შერიგებულები არიან სოფელში, არ აქვთ პრობლემა უკვე. ლოცვის მერე დავგეგმავთ საათს, აქვე სოფელის კლუბში ან შეიძლება ოჯახში მოხდეს მეგობრული შეხვედრები. კიდევ ვიმეორებთ არ აქვთ პრობლემა გააგრძელებენ ერთად ცხოვრებას და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები