დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი: ჩვენ მზად ვართ ძმობისთვის სიყვარულისთვის, თანადგომისთვის
“ეპარქიის დამოკიდებულება არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს შერიგება, უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი” ,- ამის შესახებ სოფელ ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის შეხვედრის დაწყებამდე, დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა განაცხადა.
“ეპარქიის დამოკიდებულება არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს შერიგება, უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ გვინდა, სოფლის თანამკვიდრები გურიის მოსახლეობა, აჭარის მოსახლეობა გააგრძელონ ჩვეულებრივად თანაცხოვრება, მიეცეთ საშუალება მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელი მრევლი ილოცებს იქ,ს ადაც აქამდე ლოცულობდნენ, ამ ტაძარში. რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, ჩვენ მზად ვართ ძმობისთვის სიყვარულისთვის, თანადგომისთვის და მოვისმენთ მათ პოზიციებს და ჩვენც შევეცდებით, რომ ავუხსნათ ჩვენი მდგომარეობა. მე წარმოვადგენ ეპარქიის პრესსამსახურს და არ ვიცი ისინი ითხოვდნენ თუ არა მეუფესთან ერთად შეკრებას”,- განაცხადა დეკანოზმა ბასილი გოგოტიშვილმა.