ორივე მხარე, მე როგორც ვიცი არის მომხრე მოხდეს შეთანხმება. არც ერთი მხარე არ ვეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა. ყველას გვინდა მშვიდი თანაცხოვრება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბუკნარში მცხოვრებმა ქრისტიანმა, თამთა ბერაძემ განუცხადა.
ორივე მხარე, მე როგორც ვიცი არის მომხრე მოხდეს შეთანხმება. არც ერთი მხარე არ ვეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა. ყველას გვინდა მშვიდი თანაცხოვრება, მეც და თანატოლებმაც აქ უნდა ვიცხოვროთ და შვილები აქ უნდა გავზარდოთ. მე ჩემ მუსლიმ მეგობრებთან ერთად დავამთავრე სკოლა, საჭმელს ერთი თეფშიდან ვჭამდით და ერთ ლუკმას ვიყოფდით. შესაბამისად, ნამდვილად არ გვინდა ერთმანეთში შუღლი და მტრობა გარეშე მიზეზების გამო. არ გვინდა ჩვენ ამდენი წლის მეგობრობას და თანაცხოვრებას ხელი რაიმე მიზეზმა შეუშალოს და შეიბღალოს. ამისთვის მე პირადად, გავაკეთებ ყველაფერს რომ აღდგეს ძველი ურთიერთობები და ამისთვის ვართ ყველა”,- განაცხადა თამთა ბერაძემ.
შეგახსენებთ, გურიაში, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან ადგილობრივებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართება. როგორც მედიის წარმომადგენლებთან ადგილობრივები საუბრობენ, შეთანხმებისთვის ორივე მხარე მზადაა.