“დღეს აუცილებლად შევრიგდებით” – ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიანი ადგილობრივებს შორის შეხვედრა იმართება

დღეს შევრიგდებით. ნებისმიერ საღად მოაზროვნეს ეს უნდა. – ამის შესახებ სოფელ ბუკნარში ადგილობრივმა, მუსლიმმა შალვა ქათამაძემ განაცხადა.

“გვაქვს მოლოდინი რომ დაბრუნდება ის დრო, როცა ჩვენ ძველები, 60 და 65 წლის წინ ჩამოსული ხალხი ძმურად და მეგობრულად ვცხოვრობდით. აი იმ სიტუაციაში დავბრუნდებით.

დღეს შევრიგდებით. ნებისმიერ საღად მოაზროვნეს ეს უნდა. იქიდან გამომდინარე რაც გუშინ მოვისმინეთ მთავრობისგან, ორივე მხარე შევრიგდებით”,- ამბობს შალვა ქათამაძე.

შეხვედრა ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის, დღეს, მუსლიმთა ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას დაესწრება გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაესწრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები