რუსთავში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
რუსთავში კორონავირუსით ორი პაციენტი 63 წლის მამაკაცი და 85 წლის ქალი გარდაიცვალა.
მამაკაცი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალურ საავადყოფოში, ქალი კი “კლინიკა რუსთავში” გადიოდა.
როგორც ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა, თუმცა კლნიკაში შეყვანის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.