აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აჭარაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის – 33 277.
,,ამ დროისთვის კორონავირუსის შენთხვევების კლებაა, თუმცა მოსახლეობას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ დღესასწაულებზე თავშეყრისგან. მდგომარეობა სტაბილურია აჭარაში, მოქალაქეებზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლებები”,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

აჭარაში ამ დროისთვის 62 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 10 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები