ბუკნარში, ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის მოსალაპარაკებელი შეხვედრა დღეს გაიმართება

შეხვედრა ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის, დღეს, მუსლიმთა ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას დაესწრება გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე.

გუშინ მუსლიმები მთელი დღის განმავლობაში, ჩოხატაურის მერიის წინ იყვნენ შეკრებილები. მათი მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მერთან და ხელისუფლების წარმომადგებლებთან შეხვედრა გახლდათ. დღის ბოლოს მათთან ვასილ ჩიგოგიძე მივიდა და მოლაპარაკება შესთავაზა. აქციაზე გარდა ბუკნარში მცხოვრები მუსლიმებისა, აჭარიდან მცხოვრები მუსლიმებიც იყვნენ.

ბუკნარში კონფლიქტი, მუსლიმანთა სალოცავს უკავშირდება. მათი განცხადებით, სოფელი მათი სალოცავის წინააღმდეგია, მათ არ ეძლევათ იმ სახლში ლოცვის საშუალებაც, რომელიც მათ სოფელში შეიძინეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები