რუსთავში სუპერმარკეტ “ლიბრეს”თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ “ლიბრეს” ფილიალში ორი მამაკაცი შეიჭრა და მოლარეს ფიზიკურად გაუსწორდა. სავარაუდოდ, ერთ-ერთ მამაკაცს თან ცივი იარაღი ჰქონდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს- ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.