ლია გიგაურმა სამცხე-ჯავახეთში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები მოინახულა

ლია გიგაურმა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ობოლი და შშმ ბავშვები მოინახულა. მათ საკვები პროდუქტების კალათები გადაეცათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ლია გიგაურმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები