“ეს არის ადგილი სადაც განსაკუთრებით შეიგრძნობა გამოხატვის თავისუფლება” – გოგი მეშველიანი

ბოლნისისა და დმანისის თეატრალურ დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, გოგი მეშველიანი თეატრალურ საზოგადოებას და განსაკუთრებით მის სამჟორიტარო ოლქში არსებულ თეატრალურ დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.

„დღეს ქართული თეატრის დღეა
თეატრი, ჩვენი საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აქ პერსონაჟები ადამიანების სათქმელს ამბობენ, მაყურებელს ამოგზაურებენ წარსულსა და მომავალში. ეს არის ადგილი სადაც განსაკუთრებით შეიგრძნობა გამოხატვის თავისუფლება.
მინდა თეატრალურ საზოგადოებას და განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალური თეატრსისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს მივულოცო ქართული თეატრის დღე!“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები