„ ადამიანთა ბედნიერი სახეები უმნიშვნელოვანესია“-საახალწლო საჩუქრები ონში

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მცხოვრებ მარტოხელა ქალბატონს, ნათელა ბაქანიძეს ძველით ახალი წელი მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ერთად მიულოცეს და საჩუქრად სურსათი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„მარტოხელა ადამიანებს თითოეული ჩვენგანის ყურადღება განსაკუთრებით უხარიათ,განსაკუთრებით საახალწლო დღეებში, ამიტომ
ქალბატონი ნათელას და ასეთი ადამიანების ბედნიერი სახეები და გულწრფელი კეთილი სურვილები ჩვენთვის მთავარიდა უმნიშვნელოვანესია“,-განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები