ცაგერში გზის დამეწყრილ მონაკვეთზე გამწმენდი სამუშაოები დასრულებულია

ქუთაისი-წყალტობო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და მოძრაობა სრულად აღდგენილია,-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სამშენებლო კომპანია შპს „კრისტალ“-ში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო საქმიანობა მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და სავალი ნაწილი მეწყრისა და ჩამონატანი ნაშალისგან სრულად გათავისუფლდა.

„მძიმე ტექნიკა დღის ბოლომდე სრული დატვირთვით მუშაობდა, მაქსიმალურად გასუფთავდა და ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, ამ მონაკვეთზე გადაადგილების მსურველებს, შეუძლიატ თავისუფლად გადაადგილდნენ, რადგან ყველანაირი შეფერხება აღმოფხვრილია“,-განაცხადეს სამშენებლო კომპანიაში.

ცნობისთვის, ძლიერი წვიმის გამო ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე, გამთენიისას ფერდობზე მეწყერი ჩამოწვა, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა და ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეფერხდა . შემთხვევის ადგილას სწრფად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. სარეაბილიტაციო და გამწმენდ სამუსაოებს „შპს“ კრისტალი აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები