სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში თეთრ ხიდზე დროშა გაშალეს

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, სიმბოლურად ეროვნული დროშა გაიშალა. დროშა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა გაშალეს. სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემა ადამიანის მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებაზე მიუთითებს და ყველას ვალდებულებაა, დაიცვას და გაუფრთხილდეს მათ.
სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები