ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილი მუსლიმი მოსახლეობა ირაკლი კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს

დილიდან ჩოხატაურის მერიის წინ შეკრებილი მუსლიმი მოსახლეობა ჩოხატაურის მერთან, ირაკლი კუჭავასთან შეხვედრას ითხოვს.

მათი თქმით, სოფელ ბუკნარის მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შეთანხმება არ შედგა, ისინი ვერ იღებენ ლოცვის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიებს.

კონფლიქტი ორი დღის წინ დაიწყო, სოფელ ბუკნარში დაპირისპირების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრუწლოვანია. მუსლიმანები სოფელში, სალოცავში უსაფრთხო ლოცვის მოთხოვნოთ გამოდიან.

ადგილზე შეკრებილები არიან ბუკნარის მცხოვრებლები ბუკნარიდან და აჭარიდან.

ადგილზე ელოდებიან ქობულეთისა და ჩოხატაურის მუფთს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები