დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი – ბუკნარის დაპირისპირებაზე: დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა

“შეთანხმდნენ ისინი, რომ ერთმანეთს არ შეუშლიან ხელს ლოცვაში და გააგრძელებენ ისეთივე თანაცხოვრებას, როგორც მანამდე არსებობდა”, – ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოზი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდა.

“შეთანხმდნენ ისინი, რომ ერთმანეთს არ შეუშლიან ხელს ლოცვაში და გააგრძელებენ ისეთივე თანაცხოვრებას, როგორც მანამდე არსებობდა. ჩვენი ეპარქიის წარმომადგენლების პოზიცია ეს არის და თვით მეუფის ლოცვა-კურთხევა ეს არის, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს ეს უთანხმოება, კონფლიქტი, გააგრძელონ თანაცხოვრება და მიეცეთ მათ საშუალება – მუსლიმმა თემმა თავის სალოცავში ილოცოს და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს თავის ტაძარში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი ახლა უკვე დასასრულს მიუახლოვდა, გაიაზრებს ორივე მხარე უთანხმოების მიზეზებს და გააგრძელებენ თანაცხოვრებას, რომელიც აქამდე არსებობდა”, – აცხადებს დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები