კახეთში კორონავირუსის 84 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 84-ით გაიზარდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა – 112, იმერეთი – 196, ქვემო ქართლი – 69, შიდა ქართლი – 111, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131, კახეთი – 84, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ .

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 21 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები