ბოლნისის საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება. ამის შესახებ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას ავრცელებს.
,,ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლები, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, 2021 წლის 18 იანვრიდან სასწავლო პროცესს განაახლებენ პირისპირ სწავლების ფორმატში”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კრონავირუსის პანდემიის გამო სკოლებში სწავლა ონლაინფორმატით მიმდინარეობდა.