კახაბერ ფარცვანიამ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” თავად კახაბერ ფარცვანიამ დაუდასტურა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და საქმიანობას სკოლაში გააგრძელებს.
,,ვფიქრობ, საინტერესო იყო მთელი ეს პერიოდი, ახლა სკოლაში გავაგრძელებ მუშაობას. ბავშვებთან ახლოს უფრო მეტ დროს გავატარებ, ვინაიდან “ახალი სკოლის“ მოდელის მიხედვით, მეტი გამოწვევა არსებობს საჯარო თუ კერძო სკოლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განუცხადა ფარცვანიამ “რეგიონულ კვირას”.
კახაბერ ფარცვანია აღნიშნულ პოზიციას 2020 წლის 31 დეკემბრიდან აღარ იკავებს. მან საგანმანათლებლო რესურსცენტრში 5 წელი იმუშავა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მამუკა ბულია შეასრულებს. ახალი ხელმძღვანელი კი კონკურსის წესით გამოვლინდება.