იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად რვა მუნიციპალიტეტი დაზარალდა. წყალდიდობებმა ძირითადან ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. როგორც “რეგიონულ კვირასთან” იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
“იმერეთის რეგიინში სულ რვა მუნიციპალიტეტი დაზარალდა, ძირითადი დაზიანებები იყო გზებზე, სასოფლო სავარგულებსა და ოჯახებში, სადაც მოხდა წყლის ნაკადის შევარდნა. ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, სახელმწიფოც შესაბამის რეაგირებას მოახდენს”,- ამბობს შალამბერიძე.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, ამ დროისთვის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მობილოზებულია შესაბამისი სამსახურები.