რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – მუსლიმმა მოსახლეობამ პოლიციის კორდონი გაარღვია

ბუკნარში შეკრებილმა მუსლიმმა მოსახლეობამ პოლიციის კორდონი გაარღვია. აქციის მონაწილეები სოფლის ცენტრისკენ მიემართებიან.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში დილიდან შეკრებილია მუსლიმი მოსახლეობა. ისინი მოსალაპარაკებლად მუნიციპალიტეტის მერს და მხარის გუბერნატორს ელოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი მათ გუბერნიაში ელოდა.

ცოტა ხნის წინ შეკრებილები სოფლის ცენტრისკენ დაიძრნენ, პოლიციამ მათთან მოლაპარაკება სცადა, ადგილზე მისული იყვნენ მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი. მუსლიმებმა მცირეხნიანი საუბრის შემდეგ გზა გააგრძელეს. პოლიციამ მათი შეჩერება ვერ შეძლო. ბუკნარში ასევე მობილიზებულია სასულიერო პირები აჭარიდან.

კონფლიქტი გუშინ მოხდა, უთანხმოება მართლმადიდებლებსა და მუსლიმანებს შორის მუსლიმანური სალოცავის აშენების საკითხმა გამოიწვია. დაპირისპირების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები