ზაურ დარგალი: ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა
მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„18 იანვრიდან შეხვედრები ორივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ბიუროს ფარგლებში, ისე წერტილოვანი გასვლებით, უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. როგორც ადრე აღვნიშნე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში დაგეხმაროთ და მოგიგვაროთ ის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც თქვენთვის აქტუალურია. მოხარული ვარ, რომ თქვენი ნდობით და მხარდაჭერით დამეკისრა დიდი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩემს გუნდთან და თქვენთან ერთად, ყოველდღიურად ვემსახურო მოსახლეობას. გელით ყველას, ჩემს ამომრჩეველსაც და მათაც, ვინც არჩევნებში სხვა პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა“, – წერს ზაურ დარგალი.