პაატა ლაგვილავა: მორიგი ტყუილი გავრცელდა მედიაში, რადგან რუხში საქართველოს დროშა ძლიერმა ქარმა დააზიანა და ის უკვე შეცვლილია
ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებლ ინფორმაციას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში აღმართული საქართველოს ეროვნული დროშის დაზიანების შესახებ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სიცრუეს უწოდებენ. მათი ინფორმაციით, ფოტო, რომელიც ტელეკომპანია “მთავარი არხის” ფეისბუქის გვერდზე დაიდო, რეგიონში ძლიერი ქარის დროს იყო გადაღებული, მაშინ კი როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, დროშა მერიის მიერ უკვე გამოცვლილი იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამასახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ ფეისბუქლაივის მეშვეობით მაყურებელს რეალური კადრები აჩვენა და ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებიც გააკეთა.
,,ყველამ კარგად იცით, რომ სამეგრელოში ერთი კვირა საშინელი ქარი გვქონდა არაერთი ზიანი მიაყენა რეგიონს, ამაზე ნიუსებს თქვენც არაერთს ნახავდით, ვინც სამეგრელოში არ ცხოვრობთ და ვინც აქ ცხოვრობს კი დამეთანხმება, რაც ხდებოდა. ძლიერმა ქარმა, ცხადია, დააზიანა დროშებიც. ქარი რომ არის წინასწარ არ ვიცით, დროშას ჩამოხევს თუ რამეს დაანგრევს, ახდის სახურავს თუ ა.შ. შესაბამისად, მოხდა ფაქტი, დაზიანდა დროშა, ისევე როგორც წაიქცა ხეები, დააზიანა სახურავები და ა.შ.
თუმცა დროშა, რა თქმა უნდა, გამოიცვალა, რეაგირება მოხდა დროულად და მაშინ, როდესაც ვრცელდებოდა ფოტოები, რომ აი, რას გავს რუხში დროშაო, ამ დროს რეალურად უკვე გამოცვლილი იყო. ცხადია, ფეიკნიუსის ავტორებს არ უთქვამთ არაფერი არც გრიგალზე, არც იმაზე რომ დროშა ეგრევე გამოიცვალა. ეს ფოტო ერთ-ერთი ტელევიზიის ფბ პლათფორმაზე გავრცელდა წუხელ ღამის 12 საათზე. შედარებას ხომ ხედავთ და რეალური ფაქტიც ხომ სახეზეა. ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, ავრცელებდნენ ქარიან ამინდში გადაღებულ ფოტოს. რუხთან ერად დაზიანდა ცაიშის დროშაც და ისიც მერიამ გამოცვალა. ხალხნო, უბრალოდ სირცხვილია ამხელა ტყუილის ტირაჟირება“ – აცხადებს პაატა ლაგვილავა.