დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება.
თუ რა კითხვები აქვთ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მანჯგალაძესთან, ეს მისი გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, გამოკითხულია არაერთი პირი.