ცაგერის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

ძლიერი წვიმის გამო ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე, გამთენიისას ფერდობზე მეწყერი ჩამოწვა, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა და ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეფერხდა. შემთხვევის ადგილას სწრფად მოხდა მძიმე ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება.

„ამ მომენტისთვის გზა გაწმენდილია საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია და ავტომანქანებით გადაადგილება შეფერხების გარეშე ხორციელდება, თუმცა ჩამოწოლილი მასა საკმაოდ დიდი მოცულობისაა და გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და ყველა ის საშუალება, რომელიც საჭიროა“,-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სამშენებლო კომპანია შპს“კრისტალის” დირექტორმა გია სვანიძემ განუცხადა.

სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებს დამეწყრილი გზის გაწმენდით სამუშაოებს.

მისივე განმარტებით, გაწმენდითი სამუშოები დღის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები