კახეთში კოვიდ 19-ით 87-ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში, კოვიდ 19-ით 87-ე პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდინფიცირებული 75 წლის კაცი იყო, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრია.
პაციენტი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე 1 867 პაციენტი მკურნალობს, აქედან 1 724 ბინაზეა დატოვებული, 1 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 142 კოვიდ – კლინიკაში იმყოფება. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა კი ისევ 1,068- ია.
რეგიონის მასშტაბით, ვირუსი სულ 7 819 – მა მოქალაქემ დაამარცხა.