პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება
ვიმედოვნებ, კორონავირუსის მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ობიექტების, სავაჭრო ცენტრების, ტრანსპორტის და ზოგადად, “გახსნების საკითხთან” სიფრთხილეა საჭირო.
„ვცდილობთ, ისევე ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაშია, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად, თავიდან ავიცილეთ. იმედია, გამოგვივა. ვიმედოვნებ, მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.