სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას პოლიცია იძიებს

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებას პოლიცია იძიებს. ამ წუთებში ადგილობრივები სოფელ ბუკნარში არიან შეკრებილები და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია, დაიწყოს აქტიური დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს შექმნილი ვითარების განმუხტვა.

ადგილობრივი მუსლიმები თავისუფლად ლოცვის უფლებას ითხოვენ. მათი თქმით, სამლოცველო სახლთან მინარეთის აშენება და ხმის გამაძლიერებელი სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება.

“ერთი თვეა, რაც ესეთ ზღვარზე მივიდა ჩვენი საკითხი. არსებობს ესეთი დაპირისპირება აჭარელ მუსლიმებს და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის. ეს სახლი, რომელიც აჭარელმა მუსლიმებმა შევიძინეთ ჩვენი ფინანსებით სამლოცველოდ, პარასკეობით მოვდივართ და ვლოცულობთ. გვიშლიან რომ არ ილოცოთო,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები კი ამბობენ, რომ ისინი ლოცვას არავის უშლიან, თუმცა მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები