“სენამედში” კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი აბაშის მცხოვრები 82 წლის მამაკაცია. პაციენტი კლინიკა “სენამედში” გარდაცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ-19-ის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 221 პირი.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულებს, მონაცემები ასე გამოიყურება:
„რუხის კლინიკაში 71 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში 39 კოვიდდადასტურებულია, მათ შორის მძიმეა სამი მათგანის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 41 პირია მოთავსებული, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული, მათ შორის ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 19 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 40 ინფიცირებული მოქალაქე რჩება, მძიმეა ერთის მდგომარეობა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, ამჟამად რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებში 20 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები