კახეთში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 102-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 234, ქვემო ქართლი – 94, შიდა ქართლი – 103, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7 “,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კოვიდ 19-ით 26 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები