ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
მას თანმხლები დაავადება – ჭარბი წონა ჰქონდა.

“43 წლის პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა, მას ჭარბი წონა ჰქონდა, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა”,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 73 პაციენტი მკურნალონს, მათგან მძიმეა – 5.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები