მაშველებმა სამტრედიაში მდინარის რიონის მეორე ნაპირზე დარჩენილი 7 მოქალაქე გადაარჩინეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი შვიდი ადამიანი გადაარჩინეს.
სოფელ გომსა და საჯავახოში მოქალაქეები მდინარე რიონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
უხვმა ნალექმა გომში საცხოვრებელი კოტეჯები დატბორა და იქ მყოფ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა.
მათ გამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეების ევაკუირება ნავების საშუალებით შეძლეს.
ამ დრომდე, საფრთხის ქვეშ რჩება ათეულობით პირუტყვი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე.
იმერეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები სამტრედიის წყალტუბოს, ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტებში შექმნა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები