მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. დარგალის თქმით, გვარამიამ მთელი მუსულმანური სამყარო შეურაცხყო. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
“სააკაშვილის გუნდისა და რადიკალური ოპოზიციის წევრების მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი რელიგიურ- ეთნიკიურ კონტექსტში დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებენ.
ნიკა გვარამია იძულებული იქნება ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა და მთელი მუსულმანური სამყარო შეურაცხყო”, – წერს ზაურ დარგალი.