სამტრედიაში მდინარის ადიდების გამო ნაპირზე დარჩენილი მამაკაცის გამოყვანას მაშველები ცდილობენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი მამაკაცის გამოყვანას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ მამაკაცი მდინარის  მეორე მხარეს იყო  გადავიდა, სადაც მას პირუტყვი ჰყავს. ადიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც მამაკაცის გამოყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სპეციალური ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები