თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 102 000 ლარია, ორ ეტაპად განხორციელდა, 2019 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ასევე იგეგმება ქალაქის მასშტაბით არსებული ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოების კეთილმოწყობაც.