აჰმედ იმამკულიევი ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მარნეულში “ევროპული საქართველოს” ლიდერი აჰმედ იმამკულიევი “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდებს მუსლიმებს მოუხადოს.

“ნიკა გვარამიას მიერ მოყვანილი მაგალითი (შედარება) (ხუმრობითაც კი) ჩემთვის და ყველა მუსლიმისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი! მე ვგმობ ასეთ ქმედებას და მოვუწოდებ ნიკას რომ ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე”, – წერს იმამკულიევი.

აჰმედ იმამკულიევის გაღიზიანება ერთ-ერთ გადაცემაში გვარამიას სიტყვებმა გამოიწვია, როდესაც მან მიხეილ სააკაშვილი ალაჰს შეადარა და საკუთარი თავი კი მუსლიმების წინასწარმეტყველს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები